ფეხბურთი

1:59 | 9.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

დიდიე დეშამი: "იმედი მაქვს, არგენტინელი მსაჯი ისეთივე კარგი იქნება, როგორც ლეტექსიე"

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მაროკოსთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ის გამოეხმაურა არგენტინელი მსაჯების დანიშვნას და აღნიშნა, რომ ეს საკითხი არ აღელვებს.

„ოლისეს ყვითელ ბარათზე ფიფას გადაწყვეტილება დღეს დილით მივიღეთ და ის ძალაში რჩება.

გვაშფოთებს თუ არა მატჩისთვის არგენტინელი მსაჯის დანიშვნა? არა. იმედი მაქვს, არგენტინელი მსაჯები ისეთივე კარგები არიან, როგორც ფრანსუა ლეტექსიე, რომელმაც არგენტინის მატჩი იმსაჯა. მეტოქე მაროკოა და არა მსაჯი.

პარაგვაელი სენატორის, სელესტ ამარილას მიერ მბაპეს მიმართ რასისტული შეურაცხყოფები? კილიანი ფსიქოლოგიურად ძლიერია. ის ყველა ასპექტში ძალიან ძლიერია. ხვალინდელ მატჩზეა კონცენტრირებული, ისევე როგორც გუნდის დანარჩენი წევრები“, - თქვა დეშამმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები მაროკოს ნაკრებს 10 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168718