ორელინ ჩუამენი მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია.
ფრანგი „სამეფო კლუბთან“ ხელშეკრულებას 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმებს და სეზონში 12 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ორელინის შეძენა „მანჩესტერს“ სურდა, მაგრამ „რეალმა“ ფეხბურთელის გაშვება არ ისურვა, პრობლემა იყო ფრანგის მიერ მოთხოვნილი ხელფასის ოდენობაც.
ორელინ ჩუამენი „რეალში“ 2022 წლიდან თამაშობს და 195 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ბორდოს“ და „მონაკოს“ ღირსებას იცავდა.





