ნეიმარმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს. მან ნორვეგიასთან წაგების შემდეგ თქვა, ბრაზილიის ნაკრებიდან წავიდა, მაგრამ არაა გამორიცხული, ზოგადად, ფეხბურთიდან წავიდეს.
UOL-ის ცნობით, „სანტოსის“ ფეხბურთელი ამ ვარიანტზე სერიოზულად ფიქრობს და განიხილავს კარიერის დასრულებას ახლა ან დეკემბერში, როდესაც „სანტოსთან“ კონტრაქტი ამოეწურება.
ამ ინფორმაციას ადასტურებს ნეიმარის გარემოცვაც. როგორც ჩანს, ის ძალიან იმედგაცრუებულია და ფეხბურთში დარჩენის მოტივაციაც არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი 80 გოლით ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. საკლუბო დონეზე მას „სანტოსში“, „ბარსელონაში“, „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ალ-ჰილალში“ აქვს ნათამაშები.







