ფეხბურთი

10:26 | 9.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნორვეგიასა და ინგლისს შორის მატჩი შესაძლოა გადაიდოს

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩი ინგლისსა და ნორვეგიას შორის შესაძლოა ამინდის გაუარესების გამო გადაიდოს. მატჩი 12 ივლისს მაიამიში, „ჰარდ როკის“ სტადიონზეა დაგეგმილი, წერს Mirror.

წყაროს ცნობით, ამ შაბათ-კვირას მაიამიში მოსალოდნელია 34°C (93°F)-მდე ტემპერატურა, ასევე მოსალოდნელია ჭექა-ქუხილი. მაღალი ტენიანობის გამო, მატჩის დაწყებისთვის ტემპერატურა 43°C-მდე იქნება.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში იმართება. ტურნირი 11 ივნისს დაიწყო და 19 ივლისს დასრულდება. არგენტინა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098607