მაროკოს ნაკრების თავდამსხმელი ისმაელ საიბარი ვერ მოასწრებს აღდგენას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საფრანგეთთან მეოთხედფინალური მატჩისთვის, რომელიც 9 ივლისს გაიმართება ფოქსბოროში და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.
მაროკოს მთავარმა მწვრთნელმა მოჰამედ უაბიმ საიბარის მდგომარეობის შესახებ თამაშის წინა პრესკონფერენციაზე განაცხადა: „მაროკოს ყველა ფეხბურთელი საფრანგეთთან მატჩისთვის მზადაა, საიბარის გარდა. მისი დაბრუნება ჯერ ადრეა. იმედი მაქვს, ტურნირის დარჩენილ ნაწილს ითამაშებს“ - ციტირებს უაბის სიტყვებს ESPN.
საიბარიმ ტურნირზე ხუთ თამაშში სამი გოლი გაიტანა და მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოს საუკეთესო ბომბარდირია.
შეგახსენებთ, რომ საიბარი კანადასთან (3:0) მერვედფინალის მატჩის 22-ე წუთზე შეცვალეს. ორშაბათს, 6 ივლისს, 24 წლის ფეხბურთელს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდა, რომელმაც ბარძაყის კუნთის მცირე დაზიანება აჩვენა.







