ფეხბურთი

12:24 | 9.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

კლოზე მესისთან სატელეფონო საუბრის დეტალებს ამხელს

გერმანიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ გაამხილა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს არგენტინის კაპიტან ლიონელ მესისთან ტელეფონით ისაუბრა.

„ლიონელ სკალონი ჩემი თანაგუნდელი იყო „ლაციოში“ და ჩვენ დღემდე ვურთიერთობთ. მას შემდეგ, რაც მესიმ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემი რეკორდი გაიმეორა, სკალონიმ მესისთან ტელეფონით დამაკავშირა. ეს შესანიშნავი იყო. მესის მოედანზე რამდენჯერმე შევხვდი, მაგრამ ეს ჩვენი პირველი ხანგრძლივი საუბარი გახლდათ მოედნის გარეთ. დამპირდა, რომ ავტოგრაფიან მაისურს გამომიგზავნიდა“, - ციტირებს კლოზეს სიტყვებს ბუნდესლიგის ოფიციალური ვებგვერდი.

16 ივნისს მესიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა ალჟირის წინააღმდეგ ჯგუფურ ეტაპზე 3:0 მოგებულ მატჩში, რითაც კლოზეს გაუთანაბრდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გატანილი გოლების რაოდენობით (16). ავსტრიის წინააღმდეგ 2:0 მოგებულ მატჩში არგენტინელმა ორი გოლი გაიტანა და გერმანელს გაუსწრო. მას ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატის 31 მატჩში 21 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089955