ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რომარიომ კარლო ანჩელოტი გააკრიტიკა და თქვა, რომ არ შეიძლება ის ბრაზილიის ნაკრებში დარჩეს.
რომარიო დარწმუნებულია, რომ ანჩელოტიმ მუნდიალზე ბევრი შეცდომა დაუშვა. ბრაზილიელმა ყველაფერი გულწრფელად, შეულამაზებელი სიტყვებით თქვა:
„არ შეიძლება ის ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელად დარჩეს, არავითარ შემთხვევაში, ფედერაციაში რომ ვყოფილიყავი, გასახდელში შევიდოდი, ვეტყოდი, რომ ჯოჯოხეთში წასულიყო და მაშინვე კონტრაქტს გავწყვეტდი. ნორვეგიასთან მატჩი სამარცხვინო იყო.
ვერც კი ვხვდები, რას აკეთებდა: ბრუნო გიმარაეში გაიყვანა და ედერსონი ფლანგზე ათამაშა და, ამის გაკეთება იმიტომ მოუწია, რომ ფლანგის მცველები არ გამოიძახა. მცველმა ტრავმა მიიღო (ტურნირის წინ ვესლი - რედ) და ცენტრალურ ნახევარმცველს იძახებ? მესმის, რომ ბევრი არჩევანი არ გვაქვს, მაგრამ ედერსონზე უკეთესი ამ პოზიციაზე არავინაა? დუნგა გვყავდა, ტიტე, რომლებმაც წააგეს და წავიდნენ, ახლა გვყავს ეს წყეული ანჩელოტი, რომელმაც წააგო და რჩება. ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბევრი შეცდომა დაუშვა“, - თქვა რომარიომ.
შეგახსენებთ, ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს მერვედფინალურ სტადიაზე 1990 წლის შემდეგ პირველად გამოეთიშა.







