ფეხბურთი

17:25 | 9.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლი" შვეიცარიელ ტალანტს 60 მილიონად შეიძენს

შვეიცარიის ნაკრებისა და „ფრაიბურგის“ ტალანტი იოჰან მანზამბი კარიერას „ნიუკასლში“ გაგარძელებს. პრაქტიკულად ყველაფერი შეთანხმებულია.

20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ „ჯორდები“ 60 მილიონ ევროს გადაიხდიან. კონტრაქტი ძალაში 2031 წლის ზაფხულამდე იქნება და მანზამბის ხელფასი 4.8 მილიონ ევროს შეადგენს. „ფრაიბურგთან“ სიტყვიერი შეთანხმება უკე მიღწეულია.

20 წლის ფეხბურთელი „ფრაიბურგის“ აღზრდილია, რომლის მაისურით გასულ სეზონში 47 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მანზამბი მიმდინარე მუნდიალზე ბრწყინავს და ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა, რადგან ოთხ შეხვედრაში 3 გოლით და 2 საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090144