ფეხბურთი

21:17 | 9.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

კოლინა: "ფიფას სამსაჯო კომიტეტზე გავლენის მოხდენა არავის შეუძლია"

ფიფას სამსაჯო კომიეტიტს პრეზიდენტმა პიერლუიჯი კოლინამ განაცხადა, რომ მათ მუშაობაზე გავლენას არავინ ახდენს და ეს არავის შეუძლია, ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსაც კი.

„არავის შეუძლია ამტკიცოს, რომ ვინმეს შეუძლია გავლენა მოახდინოს ფიფას სამსაჯო კომიტეტზე, პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსაც კი. ის ყოველთვის სრულ მხარდაჭერას გვიცხადებდა და გვენდობოდა სრული დამოუკიდებლობით მუშაობაში. გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული კონსტრუქციული დისკუსიები ყოველთვის იქნება ფეხბურთის ნაწილი, მაგრამ უსაფუძვლო ბრალდებებს სპორტში ადგილი არ აქვს. არავის შეუძლია ეჭვქვეშ დააყენოს მსაჯების პატიოსნება. ასეთმა განცხადებებმა შეიძლება გამოიწვიოს მუქარა მსაჯებისა და მათი ოჯახების მიმართ.

შედარებით მოკლე პერიოდში ამდენი მატჩის თამაშის გათვალისწინებით, ნორმალურია, რომ ყველაფერი ისე არ წარიმართოს, როგორც მოსალოდნელი იყო. როდესაც ეს ხდება, მსაჯები მზად არიან კიდევ უფრო მეტად იმუშაონ, რათა შემდეგი თამაშისთვის სრულად მოემზადონ“, - თქვა კოლინამ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166464