„დინამო თბილისმა“ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგის „მონდორფი“ სტუმრად დაამარცხა და მომდევნო ეტაპისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
„დინამოსთვის“ თამაში იდეალურად დაიწყო: ნიკა ნინუას კუთხურის შემდეგ მეორე წუთზე ალგასიმ ბამ თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. თემურ ქეცბაიას გუნდს მეორე გოლისთვის ბევრი დრო არ დასჭირვებია - მე-19 წუთზე მათე ვაწაძემ გაიტანა და 2:0.
მეორე ტაიმში „დინამოს“ გოლის გატანა აღარ გამოუვიდა, პირიქით, მასპინძლები გააქტიურდნენ და შეამცირეს სხვაობა - ჰატიმ ფარმა დალაშქრა გიორგი ლორიას კარი.
დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა, „დინამომ“ 2:1 მოიგო და საპასუხო მატჩის წინ, რომელიც ერთ კვირაში თბილისში გაიმართება, უპირატესობა მოიპოვა.
„მონდორფი“ – „დინამო თბილისი“ 1:2 (0:2)
„დინამო თბილისი“ (4-3-3): ლორია; ლეო სანტოსი, კალანდაძე, კურდიჩი, პსალტისი (კვარაცხელია 66); ნინუა, ოსეი, ციკოლია (კაკაშვილი 46); ტეიშეირა (დანელია 89), ვაწაძე (ქვარცხავა 61), ბა
გოლები: 0:1 ბა (2), 0:2 ვაწაძე (19), 1:2 მონდორფი (71)





