ფეხბურთი

3:00 | 10.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი: "ზედიზედ მესამე ნახევარფინალი ბუნებრივი შედეგი ჩანს, მაგრამ ეს შრომის ნაყოფია"

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში მაროკოსთან გამარჯვების (2:0) შემდეგ ისაუბრა.

„ზედიზედ მესამე ნახევარფინალში გასვლა კარგი მიღწევაა. შეიძლება ლოგიკური და ბუნებრივი ჩანდეს, მაგრამ რეალურად, ბევრი შრომის ნაყოფია. რთული მატჩი იყო, რადგან პენალტის შემდეგ რამდენიმე წუთის განმავლობაში დაძაბულები ვიყავით და სხვა მომენტებიც ვერ გამოვიყენეთ. თუმცა, გუნდს კარგი რეაქცია ჰქონდა.

რაც შეეხება მბაპეს, არანაირი პრობლემა არ აქვს. ის ყოველთვის თავდაჯერებულია, მაშინაც, თუ ცდება. ჩემპიონია, რომელიც ასეთი მომენტებისთვის ცხოვრობს და გოლით ეს დაამტკიცა“, - თქვა დეშამმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა, სადაც ესპანეთს ან ბელგიას შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091593