ფეხბურთი

10:40 | 10.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

დემბელე: "გოლამდე მბაპემ მითხრა, რომ ცენტრში დავრჩენილიყავი"

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა უსმან დემბელემ მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში მაროკოს ნაკრებთან გოლისა და გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„ბედნიერები ვართ, ზედიზედ მესამედ ნახევარფინალში გავედით, ეს საოცარი შედეგია. კონცენტრაციას ბოლომდე შევინარჩუნებთ. ნაკრებში თითქმის 10 წელია ვარ, გუნდში ვეტერანი ვარ, ამიტომ თავს ლიდერად ვგრძნობ. კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ. ვიცოდით, რომ მაროკო რთული მეტოქე იქნებოდა.

ჩემი გოლი? ცოტა ხნით ადრე კილიანმა მითხრა, რომ ცენტრში დავრჩენილიყავი და კონტრშეტევაზე შანსი გვექნებოდა. ცოტა თავისუფლება მქონდა და მთავარი იყო ბურთი კარში მომეხვედრებინა. გვიხარია, რომ ასეთი თამაში ჩავატარეთ. ვეცდებით მიწაზე დავრჩეთ და კონცენტრაცია შევინარჩუნოთ“, - თქვა დემბელემ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა, სადაც ესპანეთს ან ბელგიას შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161446