ფეხბურთი

11:37 | 10.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

მაროკოს ნაკრების მწვრთნელი: "ველოდით, რომ მბაპეს გოლი გაუქმდებოდა"

მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოჰამედ უაჰბიმ მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში მარცხის (0:2) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, კილიან მბაპეს გოლი თამაშის წესის დარღვევით გავიდა, მაგრამ ის აღიარებს მეტოქის სიძლიერეს და ამბობს, რომ საფრანგეთმა დამსახურებულად მოიგო.

"პრობლემები გქვონდა, საფრანგეთი დომინირებდა და რთული იყო. ძალიან ძლიერ გუნდთან წავაგეთ. უნდა ვაღიაროთ, რომ საფრანგეთის ნაკრები შთამბეჭდავია, ბოლო ორ მუნდიალზე ფინალში იყო, უამრავი ვარსკვლავი ჰყავს, გვაჯობა, დაცვიდან გამოსვლასაც ვერ ვახერხებდით.

თუმცა, მბაპეს გოლამდე ხელით თამაში იყო, ამიტომ ველოდით, რომ VAR-ი შეამოწმებდა და გოლს გააუქმებდა, მაგრამ ეს არ მოხდა. უნდა გავაგრძელოთ განვითარება, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე ამ მუნდიალზე ვაჩვენეთ“, - თქვა უაჰბიმ.

შეგახსენებთ, რომ მაროკო ზედიზედ მეორედ იყო მუნდიალის მეოთხედფინალში (წინაზე ნახევარფინალამდეც მივიდა) და პირველი აფრიკული ნაკრებია, რომელმაც ეს მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.158879