ფეხბურთი

12:18 | 10.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

Goal.com: "კვარადონას" კვლავ აქვს მინიმუმ საუკეთესო სამეულში მოხვედრის რეალური შანსი"

ავტორიტეტულმა გამოცემა Goal.com-მა ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ჯილდოს მოგების მთავარ პრეტენდენტად კვლავ ინგლისელი თავდამსხმელი ჰარი კეინი ითვლება. მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი კარგად ჩატარებული საკლუბო სეზონის შემდეგ, თავის გამოჩენას მსოფლიოს ჩემპიონატზეც ახერხებს - მას 5 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.

განახლებულ რეიტინგში მე-8 ადგილზე იმყოფება საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია. გამოცემის ვერსიით, მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატზე არ თამაშობს, ის სამეულში მოხვედრის შანსს მაინც ინარჩუნებს.

"თუ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფების საუკეთესო მოთამაშე უნდა დაგვესახელებინა, ხვიჩა კვარაცხელია ყველას აშკარად ჯობდა. პსჟ-ის შემტევი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ შვიდ პლეი-ოფურ მატჩში ან გოლი გაიტანა, ან საგოლე გადაცემა შეასრულა. ამ სერიაში რამდენიმე გამორჩეული გოლიც შევიდა, როცა მოქმედი ჩემპიონები კიდევ ერთი ევროპული ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოდნენ.

თუმცა, მთელი სეზონის განმავლობაში კვარაცხელიას თამაში იმავე სიმაღლეზე ყოველთვის არ ყოფილა. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე ვერგასვლამ შესაძლოა მის საბოლოო პოზიციას „ოქროს ბურთის“ კენჭისყრაში გარკვეული ზღვარი დაუწესოს. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელს, რომელსაც „კვარადონას“ უწოდებენ, კვლავ აქვს მინიმუმ საუკეთესო სამეულში მოხვედრის რეალური შანსი და ამისთვის, პრაქტიკულად, ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო", - წერს გამოცემა.

ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგის ტოპ 10 შემდეგნაირად გამოიყურება:

1 ჰარი კეინი
2 მაიკლ ოლისე
3 კილიან მბაპე
4 უსმან დემბელე
5 ლიონელ მესი
6 ერლინგ ჰოლანდი
7 ლამინ იამალი
8 ხვიჩა კვარაცხელია
9 დეკლან რაისი
10 ლუის დიასი

ხვიჩა კვარაცხელიამ 2025-2026 წლების სეზონში ლიგა1-ი, ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის თასი, უეფას სუპერთასი და ფიფას ინტერკონტინენტალის თასი მოიგო.



სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093353