ფეხბურთი

12:47 | 10.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ტიბო კურტუა: "ესპანეთი ფავორიტია, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება"

ბელგიის ნაკრების მეკარემ ტიბო კურტუამ ესპანეთთან გასამართი მეოთხედფინალური მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, ესპანეთის ნაკრები დღევანდელ მატჩში ფავორიტია.

„ესპანეთი შესანიშნავი გუნდია. ვფიქრობ, ისინი ტურნირის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები არიან. ამიტომ, ცხადია, მათთან აუტსაიდერის სტატუსით გავდივართ, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. მთელი პატივისცემით ვამბობ, რომ მჯერა მათი დამარცხება შეგვიძლია.

ყველამ ვიცით, რომ ლამინ იამალი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და ერთ-ერთზე თამაშში ძალიან სახიფათოა. ის ძალიან სწრაფი და მოქნილია. შეუძლია ორი მცველი მოატყუოს დრიბლინგით, თანაც შესანიშნავ გამჭოლ პასებსაც აკეთებს. ამიტომ ჩვენი მთავარი მისია, მისი ძალიან მჭიდროდ აყვანაა, ხოლო როცა ამის შესაძლებლობა გვექნება, ორნი ერთზე უნდა დავუპირისპირდეთ. ვფიქრობ, მისი შეჩერების საუკეთესო გზა სწორედ ესაა", - განაცხადა კურტუამ.

ესპანეთისა და ბელგიის ნაკრებების მატჩი დღეს, 10 ივლისს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088336