ფეხბურთი

15:54 | 10.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

დეკლან რაისი ჯანმრთელობის პრობლემების გამო გუნდისგან იზოლირებულია

ინგლისის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა დეკლან რაისმა ავადმყოფობის გამო ზედიზედ მეორე სავარჯიშო სესია გამოტოვა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემები ავრცელებენ.

როგორც ირკვევა, ფეხბურთელს მწვავე ვირუსი და მაღალი ტემპერატურა აქვს. ამის გამო, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის (FA) გადაწყვეტილებით, რაისი დროებით გუნდისგან იზოლირებულია, რათა ინფექციის შესაძლო გავრცელება თავიდან აიცილონ.

ამ ეტაპზე უცნობია, შეძლებს თუ არა „არსენალის“ ფეხბურთელი ნორვეგიასთან უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში მონაწილეობას. ინგლისის სამწვრთნელო შტაბი მის მდგომარეობას უახლოეს დღეებში კიდევ ერთხელ შეაფასებს.

ინგლისისა და ნორვეგიის მეოთხედფინალური დაპირისპირება 12 ივლისს, თბილისის დროით, 01:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162226