საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი ორელიან ჩუამენი "რეალში' რჩება. "სამეფო კლუბმა" „მანჩესტერ იუნაიტედის“ მიერ გაკეთებული 120 მილიონი ევროს შეთავაზება დაბლოკა და ფეხბურთელთან ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებაზე შეთანხმებას მიაღწია.
როგორც ირკვევა, "რეალსა" და ფრანგ ფეხბურთელს შორის შეთანხმება ყველა საკითხზე მიღწეულია, დარჩენილია მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერა, რომლის მიხედვითაც ჩუამენი მადრიდულ კლუბში 2031 წლის ზაფხულამდე დარჩება და სეზონში 12 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
ორელინ ჩუამენი „რეალში“ 2022 წლიდან თამაშობს და 195 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ბორდოს“ და „მონაკოს“ ღირსებას იცავდა





