პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟეზუში გახდა. მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
გამოცდილმა სპეციალისტმა რობერტო მარტინესი შეცვალა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებლობის შემდეგ გადადგა. ჟეზუშმა ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს, როგორც ევროპის ჩემპიონატისთვის, ისე მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოამზადებს.
ჟორჟე ჟეზუში ბოლოს „ალ-ნასრში“ მუშაობდა, სადაც კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს, რომელსაც საუდის არაბეთის ჩემპიონატი მოაგებინა და შემდეგ თანამდებობა დატოვა.
„კრიშტიანუ არასდროს იქნება პრობლემა ეროვნული ნაკრებისთვის და არც ჩემთვის. კრისი პორტუგალიური ფეხბურთის სიმბოლოა. მას სურს ალ ნასრში გააგრძელოს კარიერა და კარიერას ალ ნასრში დაასრულებს. კრიშტიანუსთან მუშაობა ადვილია“, - აღნიშნა ჟეზუშმა რონალდუზე.
ჟეზუშს სამწვრთნელო კარიერაში ბევრგან უმუშავია, მათ შორის, „ბენფიკაში“, „სპორტინგში“, „ალ-ჰილალში“, „ფლამენგოსა“ და „ფენერბაჰჩეში“.







