პორტუგალიის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟეზუშმა პრეზენტაციაზე კრიშტიანუ რონალდუზეც ისაუბრა.
როგორც მან თქვა, თუ კრიშტიანუს სურვილი ექნება და ფორმაშიც იქნება, ის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახებს:
„ჯერ კიდევ არ მისაუბრია კრიშტიანუსთან. ის არასდროს იქნება პრობლემა ეროვნული ნაკრებისთვის და ჩემთვის. როდესაც გადაწყვეტილება იქნება მისაღები, მასთან ვისაუბრებ, მაგრამ ყველა სხვა ფეხბურთელთანაც იგივეს გავაკეთებ. რონალდუ პორტუგალიური ფეხბურთის სიმბოლოა და ყოველთვის იქნება. მასთან მუშაობის სიამოვნება მქონდა, რაც ძალიან ადვილია. თუ ითამაშებს და შესაბამის ფორმაში იქნება, გამოვიძახებ.
გასულ სეზონში „ალ-ნასრში“ 50 მატჩი ჩავატარეთ კრიშტიანუმ 31 ითამაშა, ჩემპიონატში კი 16-ჯერ შევცვალე. არასდროს უნდა ავურიოთ ფეხბურთელის და მწვრთნელის როლები - არსებობს ტექნიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩემზეა დამოკიდებული“, - თქვა ჟორჟე ჟეზუშმა.







