ფეხბურთი

22:45 | 10.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "ვეცდები, "რეალში" შევქმნა მუშაობის კულტურია, პასუხისმგებლობა და ამბიცია"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინომ განაცხადა, რომ ის ეცდება ფეხბურთელებს გაუმჯობესებაში დაეხმაროს:

„სიტყვები ზედმეტია, რადგან ეს მისიას ჰგავს. საქმე არ არის საკუთარ თავზე ფიქრზე ან იმაზე, ბევრს მოვიგებ თუ ცოტას. მე აქ ვარ, რომ დავეხმარო ყველას გაუმჯობესებაში: ფეხბურთელებს, პერსონალს... შევქმნა შრომის კულტურა, პასუხისმგებლობა, ამბიცია და ის, რაც კარგად ვიცი: „რეალში“ მუშაობის პასუხისმგებლობა და პატივი. ეს კონცეფცია ძალიან მომწონს.

სწორედ ამ მისიონერული სულისკვეთებით ვარ აქ. ბევრს ვმუშაობთ. დიდი ხანია კლუბის სტრუქტურაზე სხვადასხვა დონეზე ვმუშაობთ. დღეს შეგვიძლია დისტანციურად ვიმუშაოთ, რადგან ტექნოლოგია ძალიან გვეხმარება“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო „რეალში“ 13-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090383