„მანჩესტერ იუნაიტედში“ ბრაზილიელი ნახევარმცველის, ედერსონის ტრანსფერი ჩაიშალა.
„ატალანტასთან“ 45 მილიონ ევროდ გარიგება შეთანხმებული იყო, მაგრამ ედერსონმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა, შედეგად. ინგლისში არ გადავა და „ატალანტას“ დაუბრუნდება. „ატალანტაში“ მიიჩნევენ, რომ ედერსონი 100%-ით ჯანმრთელია, მაგრამ „მანჩესტერის“ სამედიცინო გუნდის დასკვნა სხვაგვარია. ამრიგად, გაირგება ჩაიშალა.
ედერსონი 2022 წლიდან თამაშობს „ატალანტაში“ და 180 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი, ხოლო მანამდე „სალერნიტანას“, „ფორტალეზას“, „კორინთიანსის“ და „კრუზეიროს“ წევრი იყო, ბრაზილიის ნაკრებში კი მხოლოდ სამჯერ უთამაშია.





