ფეხბურთი

0:30 | 11.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსი: "რთულია ამ გრძნობის ახსნა, რამდენიმე დღე დასაფიქრებლად დამჭირდა"

ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი ვინისიუსი მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში მარცხს გამოეხმაურა.

მან საჯარო განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ფანებს ბოდიში მოუხადა:

„თითქმის ოთხი წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ ვფიქრობდი იმაზე, თუ რა შემეძლო დამეწერა მსოფლიოს ჩემპიონატზე იმედგაცრუების შემდეგ. სხვადასხვა ასაკის უამრავი ადამიანის გამო, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ, ჩვენს ოცნებას იზიარებდნენ - ამიტომ, უსამართლო იქნებოდა დუმილის შენარჩუნება.

თუმცა, რამდენიმე დღე დამჭირდა დასაფიქრებლად. ეროვნული ნაკრების მაისურის ტარება ჩემი ცხოვრების უდიდესი სიამაყეა, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში გავარდნა ისეთი გრძნობაა, რომლის ახსნაც ძალიან რთულია. ვიცი, რამდენად მოვემზადე, რამდენად კონცენტრირებული ვიყავი და რამდენად მინდოდა ეს თქვენთვის და ჩემი ოჯახისთვის. იმედგაცრუება უზარმაზარია.

საკმარისად ძლიერი გუნდი გვყავდა, რომ ბევრად უფრო შორს წავსულიყავით, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. ბოდიშს ვიხდი და ვიბრძოლებ ჩვენი ოცნებისთვის, დავბრუნდეთ მსოფლიოს მწვერვალზე“, - დაწერა ვინისიუსმა.

შეგახსენებთ, ვინისიუსი მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების ნათელი წერტილი იყო - 4 გოლი, 1 ასისტი, მაგრამ გუნდი მერვედფინალში გავარდნისგან მაინც ვერ იხსნა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.193817