ფეხბურთი

1:20 | 11.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

საბა საზონოვმა შესაძლოა კარიერა ლიგა 1-ში გააგრძელოს

საბა საზონოვმა კარიერა შესაძლოა საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარ „ლე ავრში“ გააგრძელოს.

როგორც იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუიჯი ლონგარი იტყობინება, ქართველი მცველი ფრანგულ კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მოგეხსენებათ, საბამ „ტორინო“ დატოვა და თავისუფალი აგენტია.

„ლე ავრში“ ქართველს აქამდეც უთამაშია - გია გურულს, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო.

საბა საზონოვი „ტორინოს“ 2023 წელს შეუერთდა და პირველ სეზონში 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა, ერთადერთხელ იყო ძირითად შემადგენლობაში და მაშინაც შეცვალეს. მეორე სეზონში „ემპოლიში“ გაანათხოვრეს, სადაც ტრავმის გამო ვერ ითამაშა, ხოლო გასულ სეზონში „ტორინოში“ უბრალოდ ვარჯიშობდა, გუნდს სერია A-ს განაცხადში არ შეუყვანია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091673