ფეხბურთი

12:27 | 11.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ტიბო კურტუა: "თამაშის გაგრძელება შემეძლო, მაგრამ მწვრთნელმა შეცვლა გადაწყვიტა"

ბელგიის ნაკრების მეკარემ ტიბო კურტუამ მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ესპანეთის ნაკრებთან მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ის 71-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს, მაგრამ როგორც თავად თქვა, თამაშის გაგრძელება შეეძლო:

„კუნთში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, მაგრამ კარში დარჩენის პრობლემა არ მქონდა, მხოლოდ გრძელი დარტყმების განხორციელება არ შემეძლო. საბოლოოდ, მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ მოედნიდან გავეყვანე. ეს პრობლემა არ არის, რადგან გუნდი ყველაფერზე მაღლა დგას“, - თქვა კურტუამ.

საბოლოოდ, სწორედ ეს ცვლილება გამოდგა გადამწყვეტი: 88-ე წუთზე სენე ლამენსმა, რომელმაც კურტუა შეცვალა, უხეში შეცდომა დაუშვა, რის შედეგადაც მიკელ მერინომ გამარჯვების გოლი გაიტანა.

ბელგიის ნაკრები 1:2 დამარცხდა და მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091628