ფეხბურთი

11:46 | 11.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია: "ასეთ დონეზე შეცდომების დაშვება არ შეიძლება, ჩვენ კი ორჯერ დავუშვით"

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ესპანეთის ნაკრებთან მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„ესპანეთის წინააღმდეგ ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ასეთ დონეზე არ შეიძლება გარკვეული შეცდომების დაშვება, ჩვენ კი ორჯერ დავუშვით. ტილემანსმა ტრავმა მატჩის წინ მიიღო, კურტუამ მატჩის დროს, დე ბრუინმაც ვერ მოახერხა თამაშის დამთავრება, ყველა 100%-ით მზად არ იყო, მეტი შეგვეძლო, მაგრამ...“, - თქვა გარსიამ.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრები ახლოს იყო დამატებით დროსთან, მაგრამ მიკელ მერინომ 88-ე წუთზე გადაწყვიტა მატჩის ბედი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093634