ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ბელგიასთან გამარჯვების (2:1) შემდეგ ისაუბრა:
„კიდევ ერთხელ ამაყი ვარ ამ გუნდის მწვრთნელობით. გუნდის, რომელიც ზრდას და გაუმჯობესებას ცდილობს. რთული გამარჯვება იყო, შეგვეძლო უფრო მშვიდად მოგებაც, მაგრამ ასეც ხდება.
მერინოს ბევრი თვისება აქვს, მას შეუძლია ნებისმიერ ნაკრებში ან კლუბში ითამაშოს. ის იდეალურია ჩვენი სტილისთვის. ვიცით, რომ როცა დაგვჭირდება, ის ყოველთვის მზად იქნება.
საფრანგეთი? ბევრს ვიშრომებთ, რომ ეს ბარიერიც გადავლახოთ. ისინიც შეშინებული იქნებიან ჩვენთან შეხვედრით - ჩვენ ვართ ერთადერთი გუნდი მსოფლიოში, რომელმაც მათ ზედიზედ ორჯერ მოუგო. ეს გიგანტების შეხვედრა იქნება“, - აღნიშნა დე ლა ფუენტემ.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთს საფრანგეთთან ბოლო ორი მატჩი მოგებული აქვს: 2024 წელს ევროპის ჩემპიონატზე (2:1) და შარშან ერთა ლიგაზე (5:4).







