ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა მიკელ მერინომ ბელგიის ნაკრებთან გამარჯვების გოლის გატანის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ეს კიდევ ერთხელ გავაკეთე, ისევ გამარჯვების გოლი, ასე რომ, როგორც ჩანს, დამთხვევები არსებობს. თუ მზად ხარ და გჯერა, შეიძლება ეს გამოგივიდეს. ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ“, - თქვა მერინომ.
შეგახსენებთ, რომ მერინომ გამარჯვების გოლი ბელგიამდე პორტუგალიასაც გაუტანა. ესპანეთი ნახევარფინალში საფრანგეთს შეხვდება, რომელიც 2024 წელს ევროპის ჩემპიონატზე დაამარცხა (2:1), ხოლო შარშან - ერთა ლიგაზე (5:4).







