„უდინეზეს“ ფეხბურთელს, გიორგი ჩაკვეტაძეს ტრავმა აქვს, რის გამოც პრესეზონის გარკვეული ნაწილი მაინც გაუცდება.
როგორც იტალიური კლუბი იტყობინება, ჩაკვეტაძეს ტრავმა გაუმიზეზდა, რომელიც 2 ივნისს, საქართველოსა და რუმინეთის ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო. მას შემდეგ, გიორგიმ უდინურ კლუბთან ერთად სეზონისთვის მზადება დაიწყო, მაგრამ ახლა შეჩერება მოუწია.
ჩაკვეტაძემ რუმინეთთან სპარინგში მარჯვენა ფეხის მესამე მეტატარზული ძვლის მოტეხილობა მიიღო, რამაც თავი ისევ იჩინა და ახლა, სარეაბილიტაციო პერიოდი დაიწყო, რომელიც მინიმუმ სამი კვირა მაინც გაგრძელდება. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ როდის დაუბრუნდება სრული დატვირთვით გუნდს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე „უდინეზეში“ „უოტფორდიდან“ რამდენი დღის წინ გადავიდა და იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
სეზონის დაწყებამდე თვეზე მეტია დარჩენილი, წესით, მანამდე ის გამოჯანმრთელდება, მაგრამ მოსამზადებელი ეტაპის გამოტოვება რომ უწევს, ეს კარგი არ არის. „უდინეზე“ სერია A-ს ახალ სეზონს 22 აგვისტოს, „კომოსთან“ მატჩით დაიწყებს.





