ფეხბურთი

18:33 | 11.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქოჩორაშვილს ესპანეთში დაბრუნება სურს, "სპორტინგი" შეთავაზებებს ელოდება

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი შესაძლოა, ლისაბონის „სპორტინგიდან“ წავიდეს.

როგორც A Bola იტყობინება, გიორგი „სპორტინგს“ პრესეზონზე შეუერთდება, მაგრამ გზაგასაყარზეა, რადგან კლუბის დატოვება სურს და არც ლისაბონელები არიან მისი გაშვების წინააღმდეგი.

ქოჩორაშვილს ესპანეთში დაბრუნება სურს, ქვეყანაში, რომელსაც ძალიან კარგად იცნობს. ქართველს ვიგოს „სელტას“, „ლევანტეს“ და „ხეტაფეს“ უკავშირებდნენ, მაგრამ პორტუგალიური მედიის ცნობით, „სპორტინგს“ ოფიციალური შეთავაზება ჯერ კიდევ არ მიუღია.

„სპორტინგმა“ მიმდინარე ზაფხულს ნახევარდაცვაში სილას ანდერსენი, ისა დუმბია, სერხი ალტიმირა და პედრო ლიმა დაიმატა - შესაბამისად, ქოჩორაშვილის ადგილი გუნდში პრაქტიკულად არ რჩება. სატრანსფერო ფანჯარა სექტემბრის დასაწყისშ იხურება და მანამდე დროა, რომ მხარეებმა გამოსავალი მოძებნონ.
„სპორტინგი“ მზადაა გიორგი იჯარითაც (2027 წლის ზაფხულში გამოსყიდვის ოფციით) გაუშვას, თუ ახლა მისი გამოსყიდვის შესახებ შეთავაზებას არ მიიღებს.

გიორგი ქოჩორაშვილს „სპორტინგთან“ კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მან გასულ სეზონში 26 მატჩში გოლი ვერ გაიტანა, ორჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16226