ვეტერანმა ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ბელგიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი და განსაკუთრებით, მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია გააკრიტიკა.
შვედის კრიტიკა უკავშირდება ტიბო კურტუას შეცვლას, რომელიც გარსიამ ტრავმის გამო შეცვალა, მაგრამ ტიბომ მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ ის მზად იყო თამაშის გასაგრძელებლად. ზლატანს განსაკუთრებით უკვირს, რომ კურტუას ნაცვლად თამაშში გარსიამ სენე ლამენსი ჩართო:
„არ შეიძლება მიიჩნიო, რომ ლამენსი ამ დონის მეკარეა. ის გადაჭარბებულადაა შეფასებული, პანდერსონი გაცილებით კარგი მეკარეა და ამას ყველა ხედავს. თუმცა, ბელბიის სამწვრთნელო შტაბმა სიტუაცია საშინლად მართა. დიახ, ეს ყველას სირცხილია, მთავარი მწვრთნელიდან დაწყებული მეკარეების მწვრთნელით დამთავრებული.
რატომ უნდა შეცვალო კურტუა ლამენსით, მაშინ, როცა მაიკ პანდერსი სათადარიგო სკამზე რჩება? იქნებ, იმიტომ, რომ ლამენსი „მანჩესტერ იუნაიტედში“ თაამშობს, პანდერსი კი „სტრასბურში“? მეკარის ასე არჩევა არ შეძლება“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ესპანელმა მიკელ მერინომ 88-ე წუთზე გამარჯვების გოლი ლამენსის უხეში შეცდომის შედეგად გაიტანა.







