ფეხბურთი

21:49 | 11.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"კიოლნის" მწვრთნელი: "ლოჩოშვილის მსგავსი მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელის ყოლა მნიშვნელოვანია"

„კიოლნის“ მთავარმა მწვრთნელმა რენე ვაგნერმა ლუკა ლოჩოშვილის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, გუნდს აკლდა ასეთი მენტალიტეტის და ხასიათის ფეხბურთელი და ცენტრალური მცველის პოზიციაზე მათთვის ლოჩოშვილი მთავარი სამიზნე იყო:

„გვინდოდა აგრესიული, მაღალი, სწრაფი და მებრძოლი ცენტრალური მცველი, რომელსაც სტანდარტულებიდანაც შეეძლო გოლის გატანა. ამ პოზიციისთვის სამიზნე ლოჩოშვილი იყო. ის არავის აძლევს უფლებას, უთხრას, რა გააკეთოს. მნიშვნელოვანია, რომ გუნდში ასეთი ხასიათის მქონდე ფეხბურთელი გვყავდეს. ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია მოედანზე კონტროლი აიღოს. ვფიქრობ, ეს ისაა, რაც შესაძლოა ზოგჯერ გვაკლდა“, - თქვა ვაგნერმა.

შეგახსენებთ, ლუკა ლოჩოშვილი "ნიურნბერგს" შარშან იტალიური "კრემონეზედან" შეუერთდა. მან მიროსლავ კლოზეს გაწვრთნილ გუნდში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა - II ბუნდესლიგის 33 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ლოჩოშვილს კარიერის განმავლობაში „დინამო თბილისში, „ჟილინაში“, „ვოლფსბერგერში“, „კრემონეზესა და „სალერნიტანაშიც“ აქვს ნათამაშები, ხოლო საქართველოს ნაკრების მაისურით 32 თამაშში 4 გოლი მიითვალა.

„კიოლნის“ ისტორიაში ის მესამე ქართველი იქნება რევაზ და არჩილ არველაძეების შემდეგ. „კიოლნმა“ ბუნდესლიგის გასულ სეზონში 32 ქულით მე-14 ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098371