ფეხბურთი

22:24 | 11.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

იაკინმა უპასუხა, თუ როგორ გეგმავს შვეიცარიის ნაკრები მესის წინააღმდეგ თამაშს

შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მურატ იაკინმა უპასუხა კითხვას, თუ როგორ დაუპირისპირდება მისი გუნდი არგენტინის ნაკრების თავდამსხმელს ლიონელ მესის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ შეხვედრაში. მატჩი 12 ივლისს გაიმართება კანზას სიტიში და თბილისის დროი დილის 5 საათზე დაიწყება.

„ვეცდებით, ყველაფერი სწორად გავაკეთოთ და მოედანზე გუნდურად ვიმოქმედოთ. დიახ, რა თქმა უნდა, უნდა ვეცადოთ, რომ არგენტინის ნაკრებზე მაღალი ზეწოლა შევინარჩუნოთ, რომელიც, როგორც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ასევე შეეცდება მოედანზე საჭირო სამუშაოს შესრულებას. ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს მოედანზე უნდა დავამტკიცოთ. უკვე გვაქვს ჩვენი გადაწყვეტილებები“, - ციტირებს იაკინის სიტყვებს Clarin.

2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში 11 ივნისიდან 19 ივლისამდე იმართება. არგენტინა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.132409