ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი პაოლო მალდინი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის, შესაბამისად, იტალიის ნაკრების ტექნიკურ დირექტორად დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯოვანი მალაგომ მალდინისთან შეთანხებას მიაღწია და ამიერიდან პაოლო FIGC-ის ტექნიკური დირექტორი იქნება.
გარდა ამისა, სიახლეა ისიც, რომ ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი ლეონარდო ფედერაციაში მრჩევლის პოზიციაზე იმუშავებს. ლეონარდოს „მილანში“ უთამაშია, თავის დროზე კი, „მილანისა და „ინტერის“ მწვრთნელიც იყო.
შეგახსენებთ, რომ პაოლო მალდინის 1988-2002 წლებში იტალიის ნაკრებში 126 მატჩი აქვს ჩატარებული, რითაც მესამეა, მხოლოდ ჯანლუიჯი ბუფონს (176) და ფაბიო კანავაროს (136) ჩამორჩება.





