ფეხბურთი

0:16 | 12.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ალექს ფერგიუსონმა განმარტა, თუ რატომ არ უნდა დაიმატოს „მანჩესტერმა“ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული მოთამაშეები

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ალექს ფერგიუსონმა ურჩია „წითელი ეშმაკების“ ამჟამინდელ დამრიგებელს, მაიკლ კერიკს, არ დაიმატოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული მოთამაშეები.

„ყოველთვის ვფრთხილობდი იმ მოთამაშეების დამატებას, რომლებმაც კარგად ითამაშეს დიდ ტურნირებზე. ეს გავაკეთე 1996 წელს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, როდესაც დავიმატე ჟორდი კრუიფი და კარელ პობორსკი. ორივემ ბრწყინვალედ იასპარეზა ამ ტურნირზე, მაგრამ მათგან გუნდში ისეთი თავდადება არ მიმიღია, როგორიც ეროვნული ნაკრებების მატჩებში აჩვენეს. ზოგჯერ მოთამაშეები ძალიან მოტივირებულები არიან და განსაკუთრებით ემზადებიან მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებისთვის, მაგრამ შემდეგ მათი დონე ეცემა“, - ციტირებს ფერგიუსონის სიტყვებს Mirror.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088558