კონსტანტინე პეტრიაშვილი 20-წლამდე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.
ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მან შესანიშნავად იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა.
პეტრიაშვილმა პირველ წრეში ბელარუსი ალიაკსეი ხადუნოუ 10:0 დაამარცხა, შემდეგ უკრაინელ როსტისლავ კურლიაკს აჯობა 9:2, ნახევარფინალში რუსი შამილ ტამბიევიც დაამარცხა (8:3), ხოლო ფინალში ფრანგ აშაბ დადაევს 10:0 მოუგო და ჩემპიონი ძალიან დამაჯერებლად გახდა.







