ლისაბონის „სპორტინგის“ და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი ფრანსისკო ტრინკაო კარიერას სავარაუდოდ, საუდის არაბეთში გააგრძელებს.
მისი შეძენა „ალ-აჰლის“ სურს. კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ფეხბურთელი ტრანსფერზე თანახმაა, ფასი შესაძლოა, 50 მილიონი ევროს ფარლგებში იყოს.
„ალ-აჰლის“ ტრინკაო რიად მაჰრეზის შემცვლელად სურს, რომელმაც კლუბი დატოვა.
ფრანსისკო ტრინკაო „სპორტინგში“ 2022 წლიდან თამაშობს და 208 მატჩში 47 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ბრაგას“, „ბარსელონას“ და „ვულვზის“ რიგებში თამაშობდა.







