ფეხბურთი

14:18 | 12.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

მარიო ხილა კარიერას “ლაციოდან“ “მილანში” გააგრძელებს

ცენტრალური მცველი მარიო ხილა „ლაციოდან“ „მილანს“ შეუერთდა. ტრანსფერი ოფიციალურად გამოაცხადა „წითელ-შავების“ პრესსამსახურმა.

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მილანურ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2031 წლის 30 ივნისს მთავრდება. ის ახალ კლუბში 34 ნომრიან მაისურს მოირგებს.

„მილანი“ გულთბილად მიესალმება მარიოს და უსურვებს მას წარმატებებს, როგორც პირადად, ასევე გუნდურად, „როსონერის“ მაისურით“, - ნათქვამია მილანის პრესსამსახურის მიერ გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მედიის ცნობით, ტრანსფერის საფასური 30 მილიონი ევრო იყო, საიდანაც 15 მილიონი ევრო „რეალს“ გადაეცემა. 2022 წლის ზაფხულში რომაულ კლუბში გადასვლისას „რეალსა“ და „ლაციოს“ შორის დადებულ კონტრაქტში შედიოდა პუნქტი, რომლის მიხედვითაც „სამეფო კლუბი“ მოთამაშის მომავალი გასაყიდი ფასის 50%-ს მიიღებდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167974