ჯორდან პიკფორდმა პიტერ შილტონის მიღწევა გააუმჯობესა - საქმე ეხება ინგლისის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატზე მატჩებს.
პიკფორდისთვის ნორვეგიასთან შეხვედრა მუნდიალის ფინალურ ეტაპზე მე-18 იყო და ამაზე მეტჯერ ინგლისელებს შორის ამ ტურნირზე არავის უთამაშია. შილტონის აქტივში 17 თამაშია.
პიკფორდმა გაასწრო, ხოლო ჰარი კეინი დაეწია ლეგენდარულ ინგლისელ მეკარეს - კეინისთვის ნორვეგიასთან მე-17 მატჩი იყო. ხუთეულში კიდევ ორი ისეთი ფეხბურთელია, რომლებიც ახლაც არიან ინგლისის ნაკრებში - ჯონ სტოუნსი (16) და მარკუს რაშფორდი (15).
შემდეგ 14-14 მატჩით ბობი ჩარლტონი, ბობი მური, ტერი ბაჩერი და ეშლი კოული მოდიან.







