ფეხბურთი

12:10 | 12.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "შედეგი კარგია, მაგრამ თამაშით არ ვარ კმაყოფილი, გაგვიმართლა"

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ნორვეგიის ნაკრებთან გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„შედეგი ფანტასტიკურია, ჩვენ საუკეთესო ოთხ გუნდში ვართ. საოცარია, მაგრამ თამაშის ხარისხის კუთხით არანაირად არ ვარ კმაყოფილი. ვიბრძოლეთ, მაგრამ ცხოვრება თავად გავირთულეთ. ბევრი ტექნიკური შეცდომა გვქონდა, არასაკმარისად სწრაფები ვიყავით, დღეს გაგვიმართლა.

რის ჯეიმსი შესანიშნავად ჩაერთო თამაშში, მორგან როჯერსი ფანტასტიკური იყო. ებერეჩი ეზე და ჯედ სპენსი გაიზარდნენ თამაშის განმავლობაში, ეს მათი დამსახურებაა. მთლიანობაში, ვიმეორებ - გაგვიმართლა.

ბელინგემი? არაფერია დასამატებელი. ყველა თამაშში ამტკიცებს, რომ უმაღლესი დონეა“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ისტორიაში მეოთხედ გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094844