„ბარსელონას“ და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ფერან ტორესი შესაძლოა, პსჟ-ში გადავიდეს.
ფეხბურთელსა და ფრანგულ კლუბს შორის 2031-წლამდე კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეულია, ახლა კლუბებს შორის მორიგებაა საჭირო. პარიზელები მზად არიან „ბარსელონას“ პირველი ოფიციალური შეთავაზება გაუკეთონ.
ფერანით ორი ინგლისური კლუბიცაა დაინტერესებული, მაგრამ მან პსჟ აირჩია და ლუის ენრიკესთან თამაში სურს, რომელსაც ძალიან კარგად იცნობს.
ფერან ტორესი „ბარსელონაში“ 2021 წლიდან თამაშობს და 207 მატჩში 65 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ესპანეთი „მანჩესტერ სიტის“ და „ვალენსიას“ ღირსებას იცავდა.





