ფეხბურთი

18:48 | 12.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ განმარტა, თუ რატო არ გაუქმდა ნორვეგიასთან ჯუდ ბელინგემის გოლი

ნორვეგიის ნაკრები ინგლისთან მატჩში ჯუდ ბელინგემის პირველი გოლიც გაუქმებას ითხოვდა.

ნორვეგიელების მტკიცებით, შეტევის დასაწყისში ბურთი ჰაერში დამონტაჟებული კამერის მავთულს მოხვდა, რის შემდგომაც მიმართულება შეიცვალა. წესებით, როდესაც ბურთი რაღაცას ეხება, მსაჯმა თამაში უნდა გააჩეროს.

ორიან ნიულანმა ბურთი თამაშში ძლიერი დარტყმით შეიყვანა, თითქოს, ბურთი ჰაერში რაღაცას ხვდება, ძირს ეშვება და შემდეგ იწყება ინგლისის შეტევა, რომელიც ბელინგემის გოლით დასრულდა. ეს იყო პირველი ტაიმის მიწურულს.

ამიტომაც, ფიფას მოუწია განმარტების გაკეთება ოფიციალური განცხადების სახით, რომელშიც წერია:

„45+2 წუთზე ინგლისის ოლამდე ბურთში არსებულმა „გულისცემის“ სენსორმა არ აჩვენა შეხება და შესაბამისად, არ არსებობს აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ ბურთი შეეხო ჰაერში მავთულს, რაც მის მიმართულებას შეცვლიდა“.

თუმცა, ნორვეგიელები ასე არ ფიქრობენ. მათ პრეტენზია მეორე ტაიმში იმ გაუქმებულ გოლზეც აქვთ, როცა ერლინგ ჰოლანდის მხრიდან მსაჯმა ჯარიმა დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებმა ნორვეგია დამატებით დროში 2:1 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ისტორიაში მეოთხედ გავიდა, სადაც არგენტინის ნაკრებს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098288