ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი ჯუდ ბელინგემი არ დაეთანხმა თომას ტუხელს და მის კრიტიკულ განცხადებას.
ტუხელმა ნორვეგიასთან მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ ცუდად ითამაშეს და ხარისხით უკმაყოფილო იყო. თუმცა, როდესაც ბელინგემს ამაზე ჰკითხეს, თქვა, რომ ტუხელმა არ იცის, რას ნიშნავს ნორვეგიასთან თამაში.
„ასე არ ვფიქრობ. მან ალბათ, არ იცის, როგორია ჰოლანდის, ოდეგორის, ნუსას და სორლოთის წინააღმდეგ თამაში. ამ გუნდთან თამაში ადვილი არაა. ყველა თამაშს ათასი პასით ვერ მოიგებ, ზოგჯერ, გამარჯვებისთვის „ბინძური“ თამაშიც საჭიროა.
ჰოლანდის გამხნევება? 90 წუთი მეტოქეები ვიყავით, მაგრამ მე მხოლოდ ჩემს ძმას ვხედავდი. ვიცოდი, რას გრძნობდა მატჩის შემდეგ, რადგან ეს მეც გამომიცდია და მასთან მივედი, არა კამერების ან სათაურების გამო, უბრალოდ იმისთვის, რომ შემეხსენებინა, შედეგი ვერასდროს განსაზღვრავს იმას, თუ ვინ არის ის“, - თქვა ბელინგემმა, რომელმაც ტურნირზე უკვე 6 გოლი გაიტანა, მათ შორის, 4 მექსიკასა და ნორვეგიასთან პლეი-ოფში.
ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ისტორიაში მეოთხედ ითამაშებს, სადაც არგენტინის ნაკრებს შეხვდება.







