არგენტინელმა ფეხბურთელებმა ხულიან ალვარესმა და კრისტიან რომერომ მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში შვეიცარიის ნაკრებთან გამარჯვების (3:1) შემდეგ ისაუბრეს.
ხულიან ალვარესი: „ვიცოდით, რომ მძიმე და რთული თამაში იქნებოდა. ერთი ფეხბურთელით მეტი გვყავდა, რაც დაგვეხმარა, მაგრამ მთავარია, რომ მოვიგეთ. სოციალურ ქსელშ ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ჩვენს საქმეზე ვფიქრობთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე საჭიროა ტანჯვა იცოდე. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მესიმ კვლავ მოიგოს მსოფლიოს ჩემპიონატი. ყველა თამაში მისთვის ბრძოლაა. გოლის შემდეგ პირველი მასზე ვიფიქრე".
კრისტიან რომერო: „ინგლისის წინააღმდეგ სულს დავთმობთ. მოედანზე დავტოვებთ ჩვენს ცხოვრებას, რათა კვლავ ფინალში გავიდეთ“.
შეგახსენებთ, რომ არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა, სადაც ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება.







