ფეხბურთი

10:00 | 13.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

სენეგალის ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

სენეგალის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან პაპე ტიავი გაათავისუფლეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

სენეგალმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა შეძლო, მაგრამ 1/16-ფინალში ბელგიის ნაკრებთან 2:3 დამარცხდა დამატებით დროში, მაშინ, როცა 86-ე წუთამდე 2:0-ის იგებდა.

მატჩის შემდეგ, სენეგალელმა ფეხბურთელმა პაპე გეიემ განაცხადა, რომ ამ სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით ნაკრებში თამაშს აღარ აპირებდა... პაპე ტიავი სენეგალს 2024 წლიდან ედგა სათავეში და წელს აფრიკის თასიც მოაგებინა, მაგრამ „ტერანგას ლომებს“ ტიტული ჩამოართვეს და მაროკოს გადასცეს.

სენეგალის ნაკრები შესაძლოა ლეგენდარულმა პატრიკ ვიეირამ ჩაიბაროს, რომელიც წარმოშობით სენეგალელია და ამჟამად უმუშევარია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.156552