ამსტერდამის „აიაქსი“ „ალ-ჰილალიდან“ ბრაზილიელ თავდამსხმელს, მარკოს ლეონარდოს დაიმატებს. კლუბებს შორის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია.
„აიაქსი“ არაბულ გუნდს ტრანსფერში 17.5 მილიონ ევროს გადაუხდის. ფეხბურთელთანაც პირადი პირობები შეთანხმებულია და ახლა, რჩება სამედიცინო შემოწმება, რომლის გავლის შემდეგ ის კონტრაქტს გააფორმებს.
23 წლის მარკოს ლეონარდო „სანტოსის“ აღზრდილია, შემდეგ „ბენფიკაში“ ითამაშა, ხოლო 2024 წელს „ალ-ჰილალს“ შეუერთდა, რომლის მაისურით ორ სეზონში 69 თამაშში 44 გოლი გაიტანა.







