ფეხბურთი

22:30 | 12.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარიელი ფეხბურთელი: "გაძევებამ ყველაფერი შეცვალა, VAR-მა ჩვენი გზა დაანგრია"

შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელმა რემო ფროილერმა არგენტინის ნაკრებთან მარცხის (1:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, ყველაფერი VAR-მა გააფუჭა და გაძევებამ თამაში შეცვალა:

„ძალიან კარგი მუნდიალი ჩავატარეთ. გაძევების შემდეგ სულ სხვა თამაში იყო და ვერ გავიგე, VAR-ი რატომ აფუჭებს თამაშებს. თამაში ხელში გვქონდა, მეორე ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ, გავათანაბრეთ, იქ ვიყავით, მაგრამ საბოლოოდ VAR-მა ჩვენი გზა დაანგრია“, - თქვა ფროილერმა.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინასთან დამატებით დროში დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092878