ფეხბურთი

0:59 | 13.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "ინგლისთან არასდროს მითამაშია და ეს განსაკუთრებული იქნება"

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ შვეიცარიასთან მატჩის (3:1) შემდეგ ისაუბრა და კომენტარი გააკეთა ინგლისის ნაკრებზეც, რომელსაც ის პირველად დაუპირისპირდება.

მას შემდეგ, რაც მესი არგენტინის ნაკრებშია, „ალბისელესტეს“ ინგლისთან თამაში პირველად უწევს:

„ისევ გაგვიჭირდა, მაგრამ ეს გუნდი არასდროს კარგავს რწმენას. ჩვენ ისევ ოთხ საუკეთესო გუნდში ვართ. ინგლისთან თამაში განსაკუთრებული იქნება, რადგან შესანიშნავი გუნდია. პირადად ჩემთვის ეს იქნება პირველი შემთხვევა - ინგლისის გარდა, თითქმის ყველა დიდ ნაკრებთან მითამაშია“, - განაცხადა მესიმ.

არგენტინა და ინგლისი მსოფლიოს ჩემპიონატზე 5-ჯერ შეხვედრიან, სამჯერ ინგლისმა მოიგო, ერთხელ არგენტინამ, ერთხელაც ფრე დაფიქსირდა (თუმცა, პენალტებში არგენტინამ მოიგო). ბოლოს, მუნდიალზე ისინი 2002 წელს ჯგუფში შეხვდნენ და ევროპელებმა დევიდ ბექჰემის გოლით 1:0 მოიგეს.

ზოგადად, ეს გუნდები ბოლოს ერთმანეთს ამხანაგურ მატჩში 2005 წელს შეხვდნენ და ინგლისმა 3:2 გაიმარჯვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097738