ფეხბურთი

0:37 | 13.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

მექვაბიშვილის საგოლე პასი, გადამწყვეტი პენალტი და სუპერთასის ტიტული რუმინეთში

რუმინეთის სუპერთასზე ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვამ“ „უნივერსიტატეა კლუჟი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და სეზონი ტიტულით დაიწყო, რაშიც ქართველ ნახევარმცველს დიდი წვლილი აქვს.

მე-40 წუთზე ანგარიში სტივენ ნსიმბამ გახსნა, რომელმაც სწორედ მექვაბიშვილის დიდებული პასით გაიტანა. ანზორმა მოედნის ცენტრიდან გააკეთა იდეალური პასი და თანაგუნდელი მეკარეს შეატოვა.

მეორე ტაიმი „კლუჟის“ გოლით დაიწყო და მატჩი 1:1 დასრულდა. ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელშიც „კრაიოვამ“ 5:3 გაიმარჯვა, ბოლო, გადამწყვეტი პენალტი კი ქართველმა ნახევარმცველმა უნაკლოდ შეასრულა.

„კრაიოვამ“ ისტორიაში მეორედ მოიგო რუმინეთის სუპერთასი, ხოლო მექვაბიშვილს რუმინულ კლუბში უკვე ყველა ტიტული აქვს მოგებული - თითოჯერ რუმინეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095656