ფეხბურთი

2:11 | 13.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

მანზამბისთვის ბრძოლაში "ნიუკასლს" "ასტონ ვილამ" აჯობა

შვეიცარიის ნაკრებისა და „ფრაიბურგის“ ფეხბურთელი იოჰან მანზამბი კარიერას „ასტონ ვილაში“ გააგრძელებს.

გერმანული გუნდი „ნიუკასლთან“ იყო შეთანხმებული და თითქოს, ტრანსფერს წინ არაფერი ედგა, მაგრამ საქმეში „ასტონ ვილა“ ჩაერთო, რომელიც ფეხბურთელმა „ჯორდებს“ ამჯობინა. მან „ნიუკასლს“ უარი უთხრა და უნაი ემერის გუნდში გადავა.

„ფრაიბურგი“ 60 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ფეხბურთელი „ასტონ ვილასთან“ კონტრაქტს 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმებს და სეზონში 5 მილიონ ევროს მიიღებს.

20 წლის ფეხბურთელი „ფრაიბურგის“ აღზრდილია, რომლის მაისურით გასულ სეზონში 47 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მანზამბი მიმდინარე მუნდიალზე ბრწყინავს და ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა, რადგან ოთხ შეხვედრაში 3 გოლით და 2 საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161542