ურუგვაის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიეგო ფორლანი იქნება. ადგილობრივმა ფეხბურთის ფედერაციამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
ფორლანი „სელესტეს“ 2027 წლის მარტამდე უხელმძღვანელებს. ამის შემდეგ ურუგვაის ფეხბურთის ფედერაცია მიიღებს გადაწყვეტილებას - ახალი მწვრთნელი მოძებნოს თუ ფორლანს ნდობა გამოუცხადოს. დიეგოს 8 მატჩი ექნება იმისთვის, რომ ფედერაცია დაარწმუნოს. პარალელურად, ის 20-წლამდე ნაკრებსაც გაწვრთნის.
დიეგო ფორლანმა, რომელსაც ურუგვაის ნაკრებში 112 შეხვედრაში 36 გოლი აქვს გატანილი, მარსელო ბიელსა შეცვალა. არგენტინელმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ გუნდი დატოვა.
დიეგო ფორლანმა მთავარ მწვრთნელად მცირე ხნით, 2020 წელს „პენიაროლში“ და 2021 წელს „ათენასში“ იმუშავა.







